ჰოლანდიურმა “ვიტესმა” ქვეყნის თასის გათამაშების მე-3 რაუნდი იოლად დასძლია, რაშიც საკუთარი წვლილი კლუბის ქართველმა ფორვარდმა გიორგი ჭანტურიამაც შეიტანა.
ქვედალიგელ “ნოორდვიკთან” საშინაო მატჩში ჭანტურია მოედანზე 51-ე წუთზე გამოჩნდა, 72-ეზე კი სტუმართა კარი დალაშქრა და ანგარიში 3:0 გახადა.
საბოლოოდ, არნემელებმა მოწინააღმდეგე 5:0 გაანადგურეს, ქართველთაგან კი საქმეში ვაკო ყაზაიშვილიც ვიხილეთ, რომელიც შეუცვლელად გაისარჯა. რაც შეეხება “ვიტესის” კაპიტან გურამ კაშიას, იგი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.