ფეხბურთი

17:03 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას აგენტი: "მოლაპარაკების ბოლო სტადიაა"

სიაში "კიევოცაა", თუმცა პრიორიტეტული "ბოლონიაა"


გიორგი ჭანტურიას აგენტმა კარლო კავალიერიმ, იტალიურ პრესას განუცხადა, რომ ამჟამად, გიორგი ჭანტურიასა და "ბოლონიას" შორის მოლაპარაკების ბოლო სტადიაა. კავალიერიმ აღნიშნა, რომ 20 წლის ქართველი ორ სხვა კლუბსაც სურს, თუმცა ამ ეტაპზე, პრიორიტეტული "ბოლონიაა" და თუ შეთანხმება არ გამოვა, მაშინ მიუბრუნდება იმ ორ ვარიანტს.

რომელია ის ორი კლუბი? ერთზე უკვე ვწერდით, რომ ფრანგული "მონპელიეა", ხოლო მეორე იტალიური "კიევოა", რომელიც სერია A-ში მე-16 ადგილზეა. თავად გიორგი, ამ ეტაპზე გადაწყვეტით რამის თქმას ერიდება, რაც გასაგებიცაა.

0.119113