ფეხბურთი

1:38 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიამ "ვერონაში" პირველად ივარჯიშა

 

იტალიური "ვერონა" შეიკრიბა, პირველი ვარჯიში გამართა და გუნდთან ერთად გახლდათ გიორგი ჭანტურიაც. ეს 21 წლის ქართველი შემტევის პირველი ვარჯიში იყო იტალიურ კლუბში. როგორც იცით, გიორგიმ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ვერონასთან", რომელმაც სერია A-ს გასულ სეზონში მეათე ადგილი დაიკავა.

ჭანტურია ტრავმირებული გახლდათ, კერძოდ, რუმინულ "კლუჟში" თამაშისას დაშავდა და სეზონის ბოლო მატჩები გაუცდა, თუმცა ამჟამად კარგად გრძნობს თავს.

ახალი გამოწვევა გიორგის კარიერაში. ახალი და სრულიად განსხვავებული – სერია A  სხვა დონეა.

0.159123