დიდი შანსია, გიორგი ჭანტურია არნემის “ვიტესში” დარჩეს. როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, გუნდის ახალი მწვრთნელი პეტერ ბოსი ქართველი შემტევით კმაყოფილია. ჭანტურიამ ორი ტესტ-მატჩი ჩაატარა ჰოლანდიის სუსტ გუნდებთან და 3 გოლი გაიტანა, ამასთან, 2 საგოლე პასიც გააკეთა.
ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაა გიორგის “ვიტესში” დარჩენა, თუმცა შევიტყვეთ, რომ მერაბ ჟორდანიასა და ფეხბურთელს შორის გაუგებრობა დასრულდა.