ფრანგული პრესა წერს, რომ გიორგი ჭანტურია “მონპელიეს” სურს. ეს კლუბი მიმდინარე სეზონში მე-17 ადგილზეა, თუმცა 2012 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
მიუხედავად ამისა, გაცილებით დიდი შანსია, გიორგიმ იტალიურ “ბოლონიაში” გააგრძელოს კარიერა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა. ვცადეთ გიორგისთან ამ თემაზე საუბარიც, თუმცა გასაგებია, რომ ჯერ თავს იკავებს - მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს და ამიტომაც.
და ერთიც: დღეს ჰოლანდიის ჩემპიონატში “ცვოლე”-“ვიტესი” გაიმართება და ჭანტურიას სასტარტო თერთმეტეულში ელიან.