ფეხბურთი

1:34 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია: “ალბათ, დაახლოებით 8 კვირა გამიცდება”

რუმინეთში გიორგი ჭანტურიამ მხოლოდ საწყისი 28 წუთი ითამაშა “ასტრა”-“კლუჟის” შეხვედრაში, რომელიც ქართველის გუნდმა 0:1 წააგო და მეშვიდე ადგილზე დარჩა. ჭანტურიას შეცვლის მიზეზი მუხლის ტრავმაა – მოწინააღმდეგე ეუხეშა.

“მსოფლიო სპორტი” ჭანტურიას რუმინეთში დაუკავშირდა: “სავარაუდოდ, 8 კვირა გამიცდება. არ ვიცი, საოპერაციოა თუ არა მუხლი. ხვალ გადამიღებენ სურათს და უკეთ გამოჩნდება. მეტოქის ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გასახდელში შემოვიდა და ბოდიში მომიხადა”.

საწყენია: ჭანტურიასთვის ეს სეზონი, ფაქტობრივად, დასრულდა.

0.136216