“ლოს ანჟელეს კლიპერსი” “
აღსანიშნავია, რომ “კლიპერსი” თამაშის განმავლობაში 22 ქულის სხვაობით მარცხდებოდა, დასკვნით მეოთხედში კი მეტოქეს 16 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ მცირე სასწაულის მოხდენა მოახერხა და კევინ დიურანტის (40 ქულა) ჩინებული გარჯა გადაფარა.
მასპინძელთა ლიდერებმა ბლეიკ გრიფინმა და კრის პოლმა ჯამში 48 ქულა ჩააგდეს, თუმცა, მატჩის გმირი დარენ კოლისონი გახდა, რომელმაც 18 ქულიდან 12 სწორედ ბოლო მეოთხედში მიითვალა, უკანასკნელ 02:58 წუთში კი 8 ქულა ჩააგდო.
“მატჩის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, თუმცა, გამარჯვება მაინც მოვახერხეთ. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ არ გვქონდა უფლება “
კომენტარი გააკეთა გრიფინმაც, რომელმაც დასკვნითი მეოთხედი 5 პერსონალური ფოლით ჩაატარა. “ერთმანეთს ვამხნევებდით, რომ ჩამორჩენა მეთოდურად შეგვემცირებინა. ჩვენ უბრალოდ ბრძოლას ვაგრძელებდით და მიზანს მივაღწიეთ”.
სერიაში 3:1 დაწინაურდა “
შეხვედრაში მთავარი მოქმედი პირი პოლ ჯორჯი გახდა, რომელმაც 39 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა და ამასთან, 7 სამქულიანი ჩააგდო. შედეგად, ნბა-ს პლეი ოფების ისტორიაში ჯორჯი პირველი კალათბურთელი შეიქმნა, ვინც ასეთი რამ მოახერხა.
ცხადია, ძალიან გულდაწყევტილნი იყვნენ ვაშინგტონელები, რომელთაც მატჩის განმავლობაში 19-ქულიან უპირატესობასაც კი უწიეს და საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე, ჯერ კიდევ 9 ქულით იყვნენ წინ, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.
“ძალიან მტკივნეული წაგებაა. ყველაფერი გავაკეთეთ და გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. ერთი-ორი მომენტი სხვაგვარად წომ წარმართულიყო, შედეგი სხვა იქნებოდა. ვფიქრობ, მარცხის ძირითადი მიზეზი გამოუცდელობაა. “ვაშინგტონი” ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც ჯერ კიდევ ზრდა სჭირდება”, - აღნიშნა ”უიზარდსის” ფორვარდმა ელ ჰარინგტონმა, რომელმაც თამაში 11 ქულით დაასრულა.
კლიპერსი –
კლიპერსი: გრიფინი (25 ქ. 9 მ.), პოლი (23 ქ. 10 პ.), ჯორდანი (7 ქ. 14 მ.), რედიკი (6 ქ.), ბარნსი; კოლისონი (18 ქ. 7 მ.), კროუფორდი (18 ქ.), დევისი (4 ქ.), გრეინჯერი.
სერიაში ანგარიშია 2:2
ვაშინგტონი –
ვაშინგტონი: ბილი (20 ქ.), არიზა (16 ქ. 9 მ.), უოლი (12 ქ. 7 პ.), ნენე (10 ქ.), გორტატი (2 ქ.); ჰარინგტონი (11 ქ.), გუდენი (10 ქ.), მილერი (7 ქ.), უებსტერი (4 ქ.), ტემპლი.