ფეხბურთი

19:48 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩალჰანოღლუ: “ლევერკუზენი” “ბაიერნის” დონის გუნდია”

 

გერმანული “ლევერკუზენის” ახალწვეული ჰაკან ჩალჰანოღლუ იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც მან “ბაიერნში” თამაშზე უარი თქვა და მიუნხენელებს “ლევერკუზენი” ამჯობინა.

ჩალჰანოღლუ “ჰამბურგიდან” “ლევერკუზენში” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 20 წლის შემტევ ნახევარმცველს კარიერის “ბაიერნში” გაგრძელების შანსიც ჰქონდა.

“აგენტმა მითხრა, რომ ჩემს შეძენას “ბაიერნი” ცდილობდა. რა თქმა უნდა, მიუნხენურ გუნდში თამაში ყველა ფეხბურთელს სურს, მაგრამ მიმაჩნია, რომ “ლევერკუზენი” “ბაიერნის” დონის გუნდია.

“ბაიერნი” გერმანიის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ “ლევერკუზენი” საუკეთესო ოთხეულში რეგულარულად შედის. შეგვიძლია კონკურენცია “ბაიერნს”, “დორტმუნდსა” და “შალკეს” გავუწიოთ. ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ძირითად შემადგენლობაში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და “ბაიერნში” ამის შანსი არ მექნებოდა.” – აცხადებს ჩალჰანოღლუ.

0.108726