დღეს, 24 აპრილს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციში ამავე ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ ბრიფინგი გამართა, რომელიც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ლოგოსა და თილისმის შექმნასთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსს მიეძღვნა.
კონკურსში გამარჯვებული პრიზის სახით 500 ლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობის პრეტენზიას აცხადებს, რომლის ჩატარების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს.