ჭადრაკი

22:43 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაპიდში გრან-პრის მეორე ეტაპზე მაღალაშვილი დაწინაურდა

 

დღეს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო ქართული გრან-პრის მეორე ეტაპმა რაპიდში ვაჟთა შორის. შეჯიბრში  22 მოჭადრაკე  მონაწილეობს, მათ შორის  4 საერთაშორისო დიდოსტატი და 3 საერთაშორისო ოსტატია.

5 ტურის შემდეგ 4,5 ქულით  ერთპიროვნულად  დაწინაურდა  დავით მაღალაშვილი. ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ აქტივში დავით ზარქუას და კონსტანტინე შანავას.

 

მეექვსე ტურის კენჭისყრა:

 

1. დავით ზარქუა (4) - დავით მაღალაშვილი (4,5)

2. კონსტანტინე შანავა (4) - ლევან ფანცულაია (3)

3. ლევან ბრეგაძე (3) - ლუკა პაიჭაძე (3)

4. დავით თიკურიშვილი (3) - ნინო მელაშვილი (3)

5. რამინ ხოჯავა (3) - თამაზ მგელაძე (3)

6. აკაკი ლიპარტელიანი (2) - ნიკოლოზ ჩხაიძე (3)

7. ნიკოლოზ ცომაია (2) - ირაკლი კელეპტრიშვილი (2)

8. ვანო მინდორაშვილი (2) - ფრიდონ ყალაგაშვილი (2)

9. მაია მუმლაძე (1) - ია ბოლქვაძე (2)

10. ქეთევან ხომერიკი (1) - სერგო ცომაია (1)

11. ლევან ანანიაშვილი (1) - ხვიჩა ჩიხრაძე (0)

 

რაპიდში შეჯიბრის დაწყებამდე გაიმართა საქართველო ვაჟთა 72-ე ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 16000 ლარს შეადგენდა, რომელიც  I-V ადგილზე გასულ მონაწილეებზე შემდეგნაირად განაწილდა:

I ადგილი    -  5 000 ლარი    - ნიგალიძე                          

II ადგილი   -   4 000 ლარი    - პაიჭაძე 

III ადგილი  -   3 500 ლარი   - ჯოჯუა             

IV ადგილი  -   2 000 ლარი   -  შანავა  

V ადგილი   -  1 500 ლარი    - ყუფარაძე 

 

ამასთანავე, 2013 წლის საქართველოს ჩემპიონმა  მოიპოვა   ვაჟთა ეროვნულ  ნაკრებში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება, ხოლო I-II ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა 2014 წლის ევროპის ვაჟთა ინდივიდუალური ჩემპიონატის საგზური.

0.367878