ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგაში მოასპარეზე რიგის “სკონტომ”, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, ამხანაგურ შეხვედრაში პირველი ლიგის “აუდა” 3:0 დაამარცხა.
“სკონტოს” რიგებში ერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა ლევან ჭაჭიაშვილმა გაიტანა, რომელიც 75-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ის 1993 წელსაა დაბადებული და რიგელებთან 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
ჭაჭიაშვილის გარდა, “სკონტოში” კიდევ ერთმა ქართველმა, ლაშა დვალმა ითამაშა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო.







