საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ კიევის ევროპის თასისთვის შემადგენლობა დაასახელა. უკრაინაში ქართული გუნდი გაფართოებული შემადგენლობით გაემგზავრება. 31 მარტსა და 1 აპრილს ტატამზე 18 ქართველი ვაჟი და 2 გოგონა გავა.
თენაძემ განაცხადში ახლახან ჩატარებული ანთალიური ევროპის თასის ყველა ჩემპიონ-პრიზიორი შეიყვანა, ვერცხლისმედალოსან ბაჩანა ბოლქვაძის (66 კგ) გარდა. შეგახსენებთ, თურქულ ტურნირზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები 54 სპორტსმენით (48 ვაჟი და 6 გოგონა) გამოვიდა. ვაჟებმა 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო გოგონებმა – 2 ბრინჯაო.
აქვე საუკრაინე შემადგენლობაც:
50 კგ
ირაკლი კუპატაძე
გიორგი კაციაშვილი
55 კგ
ბექა ნათათრალაშვილი
ერეკლე არხოზაშვილი
ირაკლი ლიპარტელიანი
60 კგ
კობა მჭედლიშვილი
ბექა სეხნიაშვილი
დიმიტრი ცაბაძე
ბექა უდესიანი
66 კგ
ზაზა მეგრელიშვილი
73 კგ
თამაზ კირაკოზაშვილი
ვანო ჩურჩხელაშვილი
81 კგ
გიორგი ქურდიანი
ნიკა მოველიძე
90 კგ
დავით რამაზაშვილი
გიორგი გველესიანი
+90 კგ
გიორგი ძებისაშვილი
ზაზა გოჯიაშვილი
57 კგ
მარიამ ჯანაშვილი
გურანდა შოთაძე
ოთარ მაღლაკელიძე







