საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონის ტიტულს +80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექსანდრე დოკვაძე დაეუფლა, ჯემალ შალამბერიძე (+54) და ბერიკა მხეცაძე (+70) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
დოკვაძემ საჩემპიონო გზა ხორვატი იოზეფ გრანიჩის ძლევით დაიწყო და რუმინელი მარიან პრედათი და რუსი ივან ხაბატოვით განაგრძო, ფინალში კი უკრაინელი ბოგდან ბლაჟკო დაამარცხა.
შალამბერიძემ თურქი და ირლანდიელი მეტოქეები ჩამოიცილა და ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ალიმ აბასოვთან ვეღარას გახდა. ბერიკა მხეცაძემ კი, მოლდოველ და ბელარუს მოკრივეებს სძლია და უკრაინელ ლეონიდ სინანთან დამარცხდა.
ოთარ მაღლაკელიძე







