ძიუდო

19:50 | 23.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკებმა ტემპი დააგდეს – ერთი ბრინჯაო ერთ დღეში

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩერნოგორიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე ერთი მედლით ჩაამთავრა - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბაჩანა ბოლქვაძემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
23 ივნისს ჩემპიონ-პრიზიორები 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდნენ, საქართველოს სახელით კი ტატამზე სამი ძიუდოისტი გავიდა და მათგან ორი: თამაზ კირაკოზაშვილი და ზურაბ ლომიძე (ორივე - 73 კგ) საწყის ეტაპზევე დამარცხდა. დაუძლეველი ბარიერი ორივესთვის ფრანგი მეტოქე აღმოჩნდა. კირაკოზაშვილმა იუკოთი წააგო, ხოლო ლომიძემ – წმინდად.
ბოლქვაძემაც ფრანგით დაიწყო – დიმიტრი ჩოკე 2 წუთში დააიპონა, ბოსნიელი ნემანია მაიდოვი და გერმანელი ტიმ გრამკოვიც იოლად ჩამოიცილა. ნახევარფინალში კი სერბ სტრაჰინია ბუნჩიჩთან ვეღარას გახდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ბრიტანელ ენრიკო ატკინსონს იპონით მოუგო.
შეგახსენებთ, ჭაბუკთა ევროპირველობა 22 ივნისს დაიწყო და სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ერეკლე არხოზაშვილი (50 კგ) და კობა მჭედლიშვილი (60 კგ) ჩემპიონები გახდნენ, ბექა ნათათრალაშვილი (55 კგ) ფინალშიღა დამარცხდა, გიორგი კაციაშვილი (55 კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.
24 ივნისს მედლების დარჩენილი სამი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით კი იჭიდავებენ: ნიკა მოველიძე, ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ორივე - 81 კგ), გიორგი გველესიანი, დავით რამაზაშვილი (ორივე - 90 კგ), გიორგი ძებისაშვილი და ზაზა გოჯიაშვილი (ორივე - +90 კგ).

ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ჭაბუკები
ბარი, მონტენეგრო
23 ივნისი


66 კგ
1 სტრაჰინია ბუნჩიჩი (სერბეთი)
2 პეტრ ზადრო (ბოსნია-ჰერციგოვინა)
3 ბაჩანა ბოლქვაძე (საქართველო)
3 მუსა კოძოევი (რუსეთი)

73 კგ
1 რუსლან გოდიზოვი (რუსეთი)
2 გამზატ ზურგარაევი (რუსეთი)
3 მილიჩ არსო (ჩერნოგორია)
3 კრის ჟენჟული (საფრანგეთი)

ოთარ მაღლაკელიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104155