ძიუდო

0:35 | 2.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკებმა კიევში ანთალია გაიხსენეს

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ამ უქმეებზე, კიევში ჩატარებულ ევროპის თასზე ბრწყინვალედ იჭიდავა. მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ უკრაინაში 20 შეგირდი (18 ვაჟი და 2 გოგონა) იახლა და მათგან უმედლოდ მხოლოდ 6 დარჩა. ვაჟთაგან საუკეთესო შედეგი ვანო ჩურჩხელაშვილმა (73 კგ) აჩვენა – ყველა მეტოქეს საკმაოდ იოლად გაუსწორდა და ჩემპიონი გახდა. კობა მჭედლიშვილს (60 კგ), გიორგი გველესიანსა (90 კგ) და ზაზა გოჯიაშვილს (+90 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. ირაკლი კუპატაძე (50 კგ), ბექა ნათათრალიშვილი, გიორგი კაციაშვილი (ორივე 55 კგ), ბექა უდესიანი (60 კგ), თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ), ნიკა მოველიძე, გიორგი ქურდიანი (ორივე 81 კგ), დავით რამაზაშვილი (90 კგ) და გიორგი ძებისაშვილი (+90 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
მორიგ წარმატებას მიაღწია მარიამ ჯანაშვილმა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გოგონამ 17-18 მარტს, ანთალიის ევროპის თასზე გურანდა შოთაძესთან (ასევე 57 კგ) ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გია თენაძემ საუკრაინე განაცხადში სწორედ ეს ორი ძიუდოისტი შეიყვანა. ჯანაშვილმა ამჯერად გაცილებით უკეთ იჭიდავა და ჩემპიონობითაც გაიხარა. შოთაძე კი სამეულს მიღმა დარჩა.
მარიამ ჯანაშვილის გაჩემპიონებამ ქართული გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაშიც ახეირა. ვაჟთა და გოგონათა სამეულების დაჯამებით შედგენილ ცხრილში საქართველო მხოლოდ მასპინძელთა მრავალრიცხოვან ნაკრებს ჩამორჩა.
ამრიგად, ბოლო ორ კვირაში ჩატარებულ ორ ევროპის თასზე ქართველმა ძიუდოისტებმა 28 მედალი მოაგროვეს. თურქული მონაგარი ასეთი იყო: 2 ოქრო, 5 ვერცხლი, 7 ბრინჯაო.

ძიუდო
ევროპის თასი
ჭაბუკები
კიევი
31 მარტი – 1 აპრილი


50 კგ
1 მაქსიმ ტოკარჩუკი (უკრაინა)
2 ბეკირბეკ მარგოევი (უკრაინა)
3 ირაკლი კუპატაძე (საქართველო)
3 დავიდ პეკალა (რუსეთი)

55 კგ
1 ბოგდან იადოვი (უკრაინა)
2 ილხან ბაბაზადე (აზერბაიჯანი)
3 ბექა ნათათრალიშვილი (საქართველო)
3 გიორგი კაციაშვილი (საქართველო)


60 კგ
1 ილხან მამედოვი (აზერბაიჯანი)
2 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)
3 ბექა უდესიანი (საქართველო)

3 ანდრეი გოლუბოვი (უკრაინა)

66 კგ
1 სტარიბა ბუნჩიჩი (სერბეთი)
2 მიხაილ შიშინი (უკრაინა)
3 კრისტიან ბაზო (უკრაინა)
3 პეტერ ზადრო (ბოსნია ჰერცეგოვინა)

73 კგ
1 ვანო ჩურჩხელაშვილი (საქართველო)

2 სერგეი კრივჩაჩი (უკრაინა)
3 თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო)
3 გრაჩუკ ავაგიანი (უკრაინა)

81 კგ
1 ოლექსანდრ ლოგვინენკო (უკრაინა)
2 იური ასმოლოვი (უკრაინა)
3 ნიკა მოველიძე (საქართველო)
3 გიორგი ქურდიანი (საქართველო)


90 კგ
1 როკას ნანერტავიჩუსი (ლიტვა)
2 გიორგი გველესიანი (საქართველო)
3 ოლექსეი ლისენკო (უკრაინა)
3 დავით რამაზაშვილი (საქართველო)

+90 კგ
1 ფედორ პანკო (უკრაინა)
2 ზაზა გოჯიაშვილი (საქართველო)
3 გიორგი ძებისაშვილი (საქართველო)

3 ლეონიდ გასიუკი (უკრაინა)

გუნდური ჩათვლა (ვაჟები და გოგონები)
                         ო    ვ    ბ
1 უკრაინა                7    9    12
2 საქართველო    2    3    9
3 სერბეთი              2    0    0
4 თურქეთი            1    2    2
5 აზერბაიჯანი       1    1    1
6 ბრიტანეთი         1    0    2
7 პოლონეთი         1    0    1
8 ლიტვა                1    0    0
9 მოლდოვა           0    1    1
10 რუსეთი            0    0    2
11 ბოსნია              0    0    1
11 ბელარუსი        0    0    1

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169302