რამდენიმე თვის წინ, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ დამსწრეთ ერთი საინტერესო სიახლის შესახებ აუწყა. ქართული ძიუდოს ხელმძღვანელებმა შიდა კონკურენციის გასაძლიერებლად ეროვნული სარეიტინგო სისტემა შემოიღეს და ასაკობრივ ჯგუფებში უკვე აამუშავეს კიდეც.
ეროვნულ რეიტინგში ძიუდოისტებს ქულები საქართველოს ჩემპიონატსა და შიდა სარეიტინგო ტურნირებზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით დაერიცხებათ. წლეულს 13, 17 და 20-წლამდელთათვის, საქართველოს პირველობის გათვალისწინებით, ოთხ-ოთხი სარეიტინგო ტურნირის ჩატარებაა გეგმაში. უფროსებში კი მხოლოდ სამი შეჯიბრის შედეგები შეჯამდება, რადგან ოლიმპიური წელია და ნაკრების კანდიდატებს ისედაც გადატვირთულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. პირველი ტურნირი მაისში გაიმართება, მეორე-მესამე კი ოლიმპიადის შემდეგ.
ნაკრებების მთავარი მწვრთნელები საერთაშორისო ტურნირებზე წასაყვანი შემადგენლობის დაკომპლექტებისას, კანდიდატთაგან შიდა სარეიტინგო ტურნირებზე ნაჩვენებ შედეგებს გაითვალისწინებენ.
“მსოფლიო სპორტი” ორი ასაკობრივი ჯგუფის: ახალგაზრდებისა და ჭაბუკების ეროვნული რეიტინგის მოწინავე ხუთეულებს გთავაზობთ. ახალგაზრდულ რეიტინგში ყვარლისა და ბოლნისის ტურნირების შედეგებია გათვალისწინებული, ხოლო ჭაბუკებში - გორის ტურნირისა და საქართველოს პირველობის.
სარეიტინგო ტურნირების ჩემპიონობა 300 ქულად ფასობს, ფინალში გასვლა – 200 ქულად, ბრინჯაოს პრიზიორობა – 120 ქულად. საქართველოს ჩემპიონატზე კი ჩემპიონ-პრიზიორებს 500, 300 და 200 ქულა ერიცხებათ. ძიუდოისტმა ეროვნულ რეიტინგში მოსახვედრად შეჯიბრზე ერთი შეხვედრა მაინც უნდა მოიგოს. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ საქართველოს ჩემპიონატზე მეტი ქულების ამღებ სპორტსმენებს. ხოლო თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოჩნდება, მაშინ წინ ის ძიუდოისტი დადგება, რომელსაც მეტ სარეიტინგო ტურნირზე ექნება ნაჭიდავები.
ქართული რეიტინგი
ახალგაზრდები
55 კგ
1 გიორგი ნათათრალიშვილი (თბილისი) 420
2 მინდია ღოლიჯაშვილი (შიდა ქართლი) 400
3 ლერი ჭელიძე (იმერეთი) 340
4 გიორგი საჩალელი (შიდა ქართლი) 240
5 მირზა გუჯეჯიანი (ქვემო ქართლი) 200
60 კგ
1 ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი) 600
2 გელა კელიხაშვილი (თბილისი) 240
2 ლუხუმ ჩხვიმიანი (ქვემო ქართლი) 240
4 გიორგი გუგულაშვილი (თბილისი) 200
5 ზაზა როსტომაშვილი (კახეთი) 120
5 ბაქარ გულბიანი (იმერეთი) 120
5 ნიკა მშვიდობაძე (შიდა ქართლი) 120
66 კგ
1 ბექა ვიბლიანი (ქვემო ქართლი) 600
2 ტრისტან ფეიქრიშვილი (შიდა ქართლი) 320
3 ირაკლი ლომიძე (შიდა ქართლი) 240
3 ანდრო ბერუაშვილი (შიდა ქართლი) 240
5 ნუგზარ ქურასბედიანი (იმერეთი) 160
73 კგ
1 ფრიდონ გიგანი (ქვემო ქართლი) 300
1 მიხეილ მეზურნიშვილი (თბილისი) 300
3 ლევან გუგავა (იმერეთი) 200
4 აპოლონ ზურაბიანი (თბილისი) 200
4 სოლომონ ჯოჯუა (ქვემო ქართლი) 200
81 კგ
1 ალექსანდრე ზაალიშვილი (შ. ქართლი) 420
2 ბექა დონღვანი (მცხეთა მთიანეთი) 300
3 ოთარ ტყეშელაშვილი (იმერეთი) 240
4 გიორგი ჯაფარიძე (სამეგრ/ზ. სვანეთი) 200
5 თეიმურაზ ხაჩიძე (თბილისი) 200
5 ბაჩანა ტიტვინიძე (თბილისი) 200
90 კგ
1 ლაშა ტაველური (თბილისი) 420
1 თორნიკე ოთინაშვილი (თბილისი) 420
3 გიორგი სეტიელი (თბილისი) 320
4 რეზო წულუკიძე (აჭარა) 200
5 ბექა რატიანი (თბილისი) 200
100 კგ
1 გურამ თუშიშვილი (თბილისი) 500
2 გიორგი ქავთარაძე (თბილისი) 380
3 გიგა თაყაძე (შიდა ქართლი) 320
4 შმაგი ონიანი (ქვემო ქართლი) 240
5 კარლო ნემსიწვერიძე (იმერეთი) 120
+100 კგ
1 გიორგი ზაქარიაძე (იმერეთი) 500
2 როსტომ ხახალეიშვილი (იმერეთი) 420
3 გიორგი ლაზუაშვილი (იმერეთი) 320
4 ბექა ფოფხაძე (შიდა ქართლი) 240
5 გიგა გელაშვილი (შიდა ქართლი) 160
ჭაბუკები
50 კგ
1 ირაკლი კუპატაძე (კახეთი) 580
2 არჩილ ქარელიშვილი (შიდა ქართლი) 500
3 ზურაბ ონიანი (თბილისი) 300
4 გიორგი მირუაშვილი (შიდა ქართლი) 220
5 გიორგი სადაღაშვილი (შიდა ქართლი) 200
55 კგ
1 გიორგი კაციაშვილი (შიდა ქართლი) 800
2 ერეკლე არხოზაშვილი (შიდა ქართლი) 400
3 ბექა ნათათრალიშვილი (კახეთი) 360
4 ზურაბ ჭონიაშვილი (შიდა ქართლი) 200
5 ოთარ კაციაშვილი (კახეთი) 180
60 კგ
1 კობა მჭედლიშვილი (კახეთი) 700
2 ბექა სეხნიაშვილი (შიდა ქართლი) 340
3 გიორგი მეტრეველი (შიდა ქართლი) 300
4 თორნიკე მახათაძე (თბილისი) 220
5 დიმიტრი ცაბაძე (სამცხე-ჯავახეთი) 200
5 ბექა უდესიანი (თბილისი) 200
66 კგ
1 ზაზა მეგრელიშვილი (თბილისი) 600
2 ბაჩანა ბოლქვაძე (აჭარა) 500
3 ჯემალ ბუჩუნტელი (თბილისი) 400
4 გიგა გიგაური (ქვემო ქართლი) 280
5 ზვიად მრელაშვილი (კახეთი) 220
73 კგ
1 ვანო ჩურჩხელაშვილი (კახეთი) 800
2 იესო კვირიკაშვილი (შიდა ქართლი) 420
3 ზურაბ ლომიძე (იმერეთი) 400
4 რამზეს ჩოჩელი (თბილისი) 320
5 მათე ბენდელიანი (რაჭა-ლეჩხ/ქვ.სვან.) 180
81 კგ
1 გიორგი ქურდიანი (თბილისი) 800
2 სულიკო სეთურიძე (თბილისი) 500
3 ლაშა აბუაშვილი (თბილისი) 220
4 ნიკა მოველიძე (კახეთი) 200
4 ბექა შერაზადიშვილი (შიდა ქართლი) 200
90 კგ
1 დავით რამაზაშვილი (კახეთი) 500
2 ჯაბა მუმლაძე (კახეთი) 400
3 დავით ოზბეთელაშვილი (თბილისი) 400
4 მიხეილ ახალაური (კახეთი) 300
5 შალვა ზვიადაური (თბილისი) 220
+90 კგ
1 გიორგი ძებისაშვილი (თბილისი) 800
2 ზაზა გოჯიაშვილი (თბილისი) 500
3 ბაქარ კუხიანიძე (იმერეთი) 320
4 ბექა ძოწენიძე (იმერეთი) 280
5 ელგუჯა ხეჩეკაშვილი (შიდა ქართლი) 160
ოთარ მაღლაკელიძე







