ძიუდო

22:18 | 6.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკები ტრაბზონამდე დუშეთში ივარჯიშებენ

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ხვალ დუშეთში გაემგზავრება და ოლიმპიურ ბაზაზე 2-კვირიან შეკრებას გაივლის. მთავარი მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი სავარჯიშოდ გაფართოებულ შემადგენლობას იახლებს. შეკრების დასრულების შემდეგ კი, იმ 8 შეგირდის ვინაობას დაასახელებს, რომლებიც ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალზე იჭიდავებენ.

“დუშეთში 42 ძიუდოისტს ჩავიყვანთ. რვავე წონითი კატეგორიის ლიდერები, 24-26 ივლისს, ტრაბზონში ჩასატარებელ ფესტივალზე იჭიდავებენ. სამწუხაროდ, ამ ასაკობრივი ჯგუფის წლიური კალენდარი საკმაოდ არათანაბრადაა გადანაწილებული და ზაფხულში ბიჭებს სამ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე უწევთ გამოსვლა. აქედან გამომდინარე, იყო მოსაზრება, რომ წონების ლიდერების მაქსიმალურად დატვირთვისგან თავი შეგვეკავებინა, რადგან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ ფესტივალს ბიჭები ერთნაირად ფორმის პიკზე ვერ შეხვდებოდნენ. ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ, სამივე ტურნირზე საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდეთ. იმედია, ბიჭები დარჩენილ ორ შეჯიბრებაშიც ისევე წარმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს, როგორც ევროპირველობაზე. თურქეთიდან დაბრუნებულებს მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებლად ორი კვირა დაგვრჩება. დასკვნით შეკრებას ალბათ ისევ დუშეთში გავივლით” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” გიორგი ვაზაგაშვილმა.
ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი 11-14 აგვისტოს, კიევში გაიმართება.
 
 
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089864