ფეხბურთი

10:28 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსოსთვის “მილანიც” იბრძოლებს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მილანი” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის – ჩაბი ალონსოს გადაბირებას ეცდება. ამის შესახებ Radio Madrid-ი იუწყება.

31 წლის ესპანელს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. “როსონერის” შუახაზელის ხელში ჩაგდება უფასოდ სურს, თუმცა კონკურენცია მაღალია და ძნელი სათქმელია, დაიყოლიებენ თუ არა მილანელები ფეხბურთელს.

რამდენადაც ცნობილია, ჩაბი ალონსოს გადაბირება ტურინის “იუვენტუსს”, ფლორენციის “ფიორენტინასა” და ლონდონის “ჩელსის” სურთ.

 

0.116268