ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ესპანელმა ნახევარმცველმა ორჯერ სხვადასხვა გუნდში მოიგო ეს ტიტული: 2005 წელს "ლივერპულში" და წლეულს "რეალში".
ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც 3 სხვადასხვა გუნდში მოუგია ჩემპიონთა ლიგა, ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფია: "აიაქსში", "რეალსა" და "მილანში".
ალონსოს სიტყვები მიუნხენური კლუბის საიტს მოჰყავს: "ჩემპიონთა ლიგის ახალ კლუბში მოგება ბრწყინვალე იქნებოდა. ვიცი, ეს რთული იქნება. ვიწყებთ "მანჩესტერ სიტით". ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება ჩვენთვის. შინ ვითამაშებთ და ვეცდებით, მოგებით დავასრულოთ".
ილია კახელიშვილი