დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალის” ვეტერანი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და კლუბს გამოიცვლის. ესპანური პრესის ინფორმაციით, 32 წლის ესპანელი არჩევანს მანჩესტერულ კლუბებს შორის გააკეთებს.
მოგეხსენებათ, ჩაბი ალონსოს ხილვა “მანჩესტერ იუნაიტედს”, “მანჩესტერ სიტის”, “ლივერპულსა” და ტურინის “იუვენტუსს” სურთ. ნახევარმცველი ნისლიან ალბიონზე დაბრუნებას გეგმავს და ამიტომ, ტურინელებს მისი ხელში ჩაგდების ნაკლები შანსი აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ალონსოს “რეალთან” კონტრაქტი ივნისში ეწურება.