ფეხბურთი

11:08 | 17.07.2013 | ნანახია 1033 - ჯერ

ჩაბი ალონსოს დაბრუნება გადაიდო

მადრიდის “რეალი” ახალ სეზონს ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს გარეშე დაიწყებს. ესპანური პრესის ცნობით, ტრავმირებული ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პროცესი საზარდულის ოპერაციის შემდეგ იმაზე ნელა მიდის, ვიდრე ექიმები ელოდნენ.

“სამეფო კლუბის” დამრიგებელ კარლო ანჩელოტის იმედი ჰქონდა, რომ ალონსო წინასასეზონო მოსამზადებელი ციკლის დასკვნით ფაზაში მაინც შეძლებდა დაბრუნებას, მაგრამ ეს უკვე გამოირიცხა. ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი მინდორზე სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს გავა.

ამჟამად ჩაბი ალონსო ინდივიდუალური პროგრამით, სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს.



კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:20 | 24.09.2013
alejandro (44439)

მოკლედ ალონსო და რეალი ასეთ რამეზე შეთანხმდენ...
1 ვარიანტი:კონტრაქტს მხოლოდ მაშინ გაახანგრძლივებს თუ დაინახავს და დარწმუნდება,რომ გუნდისთვის კვლავინდებურად საჭირო და საკვანძო ფეხბურთელი იქნება.ამ ვითარებაში ულაპარაკოდ გაახანგრძლივენს კონტრაქტს.
2 ვარიანტი:ალონსო ჩვეულებრივად ჩაამთავრებს სეზონს რეალში და მერე ან გაახანგრძლივებს ან წავა...(ეს იქნაბა დამოკიდებული ალონსოს ხედვაზე)
3 ვარიანტი:ახლოვდება მუნდიალი და ალონსოს უნდა ბრაზილიაში გამგზავრება.იმ შემთხვევაში თუ რეალში ფეხის მოკიდება გაუჭირდება და იანვარშივე წასვლას გადაწყვიტავს იმ გუნდში სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება,ასეთ შემთხვევაში რეალი მას არ დააბრკოლებს და შესაბამისი ოფერის მიღებისას მის ტრანსფერს განიხილავს...ანუ იანვარში ალონსო რეალს უფასოდ არ დატოვებს!
p.s.რეალსაც და ყველა მადრიდისტას ალონსოს დარჩენა გვინდა! თვითონ პერესმაც არაერთხელ შესთავაზა ახალი კონტრაქტი,მაგრამ თუ ალონსო დავკარგეთ,ეს მხოლოდ ალონსოს გადაწყვეტილება იქნება და არა რეალის სურვილი...

11:11 | 24.09.2013
ბუffონიშე (807)

ნამდვილად კარგი სჰენდზენი იქნება. ხაბის 3-4 წელი კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში

10:42 | 24.09.2013
DeaM11 (350)

წამო ჩაბიიიიიიიიიიიიი!!!!

08:48 | 24.09.2013
italiafun-juventino (12319)

გაასწორებ იუვეში აუ ნეტა დაითრიონ რაა

23:23 | 23.09.2013
alemano (2049)

მაროტას კი ვაგინებთ მარა კაპიკებში კი ააწყო გუნდი ესეც თუ უფასოდ ან იაფად დაითრია მითუმეტეს

22:28 | 23.09.2013
El Capitano 7 (35967)

იუვე მოდი გაა- ჯ - ვი რა ხაბი შენც კიდე გაახანგრძლივე

21:20 | 23.09.2013
Italiano90 (919)

უუუძლიერესია ალონსო,ნეტა მოიყვანონ.... ჯერ 31-საა

20:34 | 23.09.2013
a.d.piero (416)

ამასაც ლორენტესავით დაითრევენ

19:50 | 23.09.2013
ika_juve (1742)

უფასოდ კი ბატონო და ისე ნახევარმცველების პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, მაგარი იგროკია მარა, თითქმის ამ ხნის პირლოც გვყავს და ამით ნათქვამია ყველაფერი

19:03 | 23.09.2013
Madrileño (26972)

ალონსო გუნდის ხერხემალია, არ უნდა წავიდეს

18:36 | 23.09.2013
bck-100 (95)

და მილანი რას აკეთებს ამ დროს? ეგ მძრევ...ბი

18:16 | 23.09.2013
babubabu (17085)

იმედია გააახანგრძლივებს რეალში

0.066657
1033