მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელმა ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ ბუნდესლიგაში ბურთთან შეხების მხრივ სარეკორდო მაჩვენებელი - 204 - დააფიქსირა.
შაბათს გერმანიის ჩემპიონატის მე-6 ტურის სტუმრად მოგებულ მატჩში "კიოლნის" წინააღმდეგ (2:0), 32 წლის ფეხბურთელი ბურთს 204-ჯერ შეეხო და აქედან თანაგუნდელებს 196 ზუსტი პასი გაუკეთა. აქვე აღსანიშნავია, რომ "კიოლნის" ფეხბურთელებმა განვლილ შეხვედრაში ჯამში 142 გადაცემა შეასრულეს.
წინა რეკორდი ჩაბის თანაგუნდელ ტიაგო ალკანტარას ეკუთვნის, რომელიც ბურთს 187-ჯერ შეეხო.
რეკორდთან ერთად, ესპანელი ფეხბურთელი "კიოლნის" წინააღმდეგ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
გიორგი ბალახაძე