ფეხბურთი

18:33 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო შემდეგ კვირაში დაბრუნდება

მადრიდის “რეალის” ტრავმირებული ნახევარმცველი ჩაბი ალონსო მოედანზე გასვლას შემდეგ კვირაში შეძლებს. ამის შესახებ მადრიდელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განუცხადა Marca-ს.

“ალონსო ჯერ კიდევ არაა ისეთ ფორმაში, რომ თამაში შეძლოს. ამიტომაცაა, რომ პრიმერას პირველ ტურში განაცხადს მიღმაა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, ჩაბი სულ მალე დაგვიბრუნდება. შესაძლოა, ეს ხუთშაბათს, “ბერნაბეუს თასის” მატჩში მოხდეს. იგივეს ვიტყოდი ილიარამენდიზეც”, - განაცხადა იტალიელმა.

ცნობისათვის, პრიმერა დივიზიონისს ახალი სეზონის გახსნით ტურში, “რეალი” “ბეტისს” დაუპირისპირდება.

 

0.123576