მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ჩაბი ალონსო “რაიო ვალიეკანოსთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურის მატჩში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. AS-ის ცნობით, შუახაზელს ტრავმა არ აძლევს თამაშის საშუალებას.
ალონსოს საზარდული აწუხებს და მადრიდელები გარისკვას არ აპირებენ. მოგეხსენებათ, შუახაზელმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩი გამაყუჩებლის დახმარებით ითამაშა.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის იქნება ალონსო 100%-ით ჯანმრთელი. სავარაუდოდ, ესპანელი მანჩესტერელებთან საპასუხო მატჩში მონაწილეობას მიიღებს.