ფეხბურთი

0:10 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო კონფედერაციის თასზე ვერ ითამაშებს

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ კონფედერაციის თასისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. 23 კაცს შორის ვერ მოხვდა მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ჩაბი ალონსო, რომელიც ტრავმირებულია.

ესპანელი ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ ჩაბი ალონსოს ადგილს ნაკრებში ხავი გარსია ან ბენიატი დაიკავებდა, მაგრამ დელ ბოსკემ განაცხადში “ვალენსიას” თავდამსხმელი რობერტო სოლდადო შეიყვანა, რომელიც სანაკრებო ტურნირის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს.

“ფურია როხას” საბოლოო განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარე: კასილიასი (რეალი), ვალდესი (ბარსელონა), რეინა (ლივერპული, ინგლისი);

მცველები: არბელოა (რეალი), ასპილიკუეტა (ჩელსი), პიკე (ბარსელონა), რამოსი (რეალი), ალბიოლი (რეალი), მონრეალი (არსენალი, ინგლისი), ალბა (ბარსელონა);

ნახევარმცველები: ბუსკეტსი (ბარსელონა), ხავი მარტინესი (ბაიერნი, გერმანია), ჩავი (ბარსელონა), კასორლა (არსენალი, ინგლისი), ინიესტა (ბარსელონა), ხესუს ნავასი (სევილია), სილვა (სიტი, ინგლისი), მატა (ჩელსი, ინგლისი), ფაბრეგასი (ბარსელონა);

თავდამსხმელები: პედრო (ბარსელონა), ვილია (ბარსელონა), ტორესი (ჩელსი), სოლდადო (ვალენსია).

 

0.130671