ფეხბურთი

16:13 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო “იუვენტუსს” უახლოვდება

საქნე ისე მიდის, რომ მომდევნო სეზონიდან, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ჩაბი ალონსო ტურინის “იუვენტუსის” მაისურს მოირგებს. იტალიური პრესის ცნობით, ტურინელებმა 31 წლის ესპანელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

როგორც ირკვევა, “ბებერი სინიროას” სამწვრთნელო შტაბი ალონსოს ანდრეა პირლოს შემცვლელად განიხილავს. 34 წლის იტალიელს ტურინელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. თავის მხრივ, ზაფხულში ალონსოც თავისუფალი აგენტი ხდება და “იუვენტუსს” მისი ხელში ჩაგდება უფასოდ შეეძლება.

ერთი ინფორმაციით, “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა ალონსოსთან მოსალაპარაკებლად ესპანეთში უკვე გაფრინდა.

 

0.112359