ფეხბურთი

21:50 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო “ფიორენტინამაც” ისურვა

ესპანური პრესის ცნობით, “რეალის” ნახევარმცველის, ჩაბი ალონსოსთვის ბრძოლაში ფლორენციის “ფიორენტინა” ერთვება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ალონსოს პრემიერლიგის რამდენიმე გუნდი იწვევდა, მათ შორის მისი ყოფილი კლუბი “ლივერპული”. გარდა ამისა, 31 წლის შუახაზელის მიმართ ინტერესს “მილანიც” იჩენს.

ჩაბი ალონსოსა და “რეალს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ გასდის და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ. თუ კატალონიურ El Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, არსებული სიტუაციით სარგებლობასა და ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას “ფიორენტინაც” შეეცდება.

0.118429