მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ლიდერი ჩაბი ალონსო გუნდს ევროპის სუპერთასზე, “სევილიას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა.
ალონსომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო გამოტოვა. მას, თამაშის დროს, მოედანზე შესვლის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გარეთ ბეილმა “ატლეტიკოს” კარი აიღო და ანგარიში 2:1 გახდა, ესპანელი ნახევარმცველი ტრიბუნებიდან მოედანზე მაინც ჩავიდა, რის გამოც მან ევროტურნირებზე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემაც, რომელიც, იმავე მატჩის ბოლოს, რაფაელ ვარანთან კამათის გამო დაისაჯა.