მადრიდის “რეალის” 31 წლის ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ არ იცის, როდის დაუბრუნდება ფეხბურთს, მაგრამ მას იმედი აქვს, რომ ეს მალე მოხდება.
“იმედი მაქვს, მწყობრში მალე ჩავდგები. რთული ზაფხული მქონდა. ტრავმას ვიშუშებდი, როდესაც ფეხი მოვიტეხე. იმედი მაქვს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები წარსულს ჩაბარდა.
მკურნალობის პროცესს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდო და მოედანზე დაბრუნება არ დავაჩქარო. ამჟამად, ინდივიდუალური პროგრამით ვემზადები. ვგრძნობ, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშს მალე დავუბრუნდები. ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და ჩემი დაბრუნების ვადები ექიმებმაც კი არ იციან.” – ციტირებს ალონსოს სიტყვებს Sky Sports-ი.
ჩაბი ალონომ ტრავმა ივნისის დასაწყისში მიიღო, რის გამოც, მან კონფედერაციის თასი გამოტოვა. ესპანელი აგვისტოში გამოჯანმრთელდა, მაგრამ ახალი დაზიანება მალევე მიიღო. ოპერაციის შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, რომ ფეხბურთელი გუნდს დაახლოებით 3 თვეში, ანუ ნოემბრის მე-2 ნახევარში დაუბრუნდებოდა.