ფეხბურთი

14:53 | 16.10.2013 | ნანახია 2557 - ჯერ

ჩაბი ალონსო აშშ-ზე ფიქრობს

დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ჩაბი ალონსო მომდევნო სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს. Punto Pelota-ს ცნობით, ვეტერანი ფეხბურთელი ოჯახთან ერთად აშშ-ში გადაბარგებაზე სერიოზულად ფიქრობს.

რამდენადაც ცნობილია, ალონსოს ხილვა რამდენიმე ამერიკულ კლუბს სურს, რომელთა შორისას “ნიო იორკ რედ ბულსი” და “ლოს ანჯელეს გელექსიც” არიან. აღნიშნული კლუბები ფეხბურთელს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს, 31 წლის ალონსოს მადრიდელებთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:13 | 21.08.2015
gerard888 (1536)

დესტრო სიენაში მაგარი იყო ანუ უფრო დაბალი დონის გუნდებში ქაჩავს.

0.067634
2557