ჩოგბურთი

15:36 | 2.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბუხარაში ხუთეული ხუთიანზე ირჯება

უზეკეთის ქალაქ ბუხარაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, ქართველი ჩოგბურთელებისთვის უაღრესად წარმატებულად მიმდინარეობს.
სოფო შაფათავამ, ეკატერინე გორგოძემა და სოფო ქვაცაბაიამ პირველი რაუნდი ადრევე დასძლიეს, გუშინ კი მათ მანანა შაფაქიძე და თათია მიქაძეც შეუერთდნენ, ასე რომ, მერვედფინალში ერთბაშად ხუთი ქართველი გოგონა ითამაშებს.
შაფაქიძემ საწყის წრეში უზბეკი ალისა ოგოროდოვა 7:5, 6:4 დაამარცხა, თათია მიქაძემ კი კიდევ ერთ მასპინძელ ლოლა აზიმოვას 6:1, 6:3 სძლია.
მერვედფინალში შაფაქიძე მე-7 ნომრად განთესილ ებრაელ იულია გლუშკოს ეთამაშება, მიქაძე – მე-5 რეიტინგის მქონე რუს მარტა სიროტკინას, გორგოძის მეტოქე პირველ ნომრად მიჩნეული ყირგიზი ქსენია პალკინა იქნება, ქვაცაბაია მე-6 ნომერ რუს ელენა კულიკოვა გაეჯიბრება, ხოლო შაფათავა მე-8 განთესვის მქონე ინდონეზიელ ლავინია ტანანტას დაუპირისპირდება.
წყვილთა მეოთხედფინალში გორგოძე და ქვაცაბაია პირველ ნომრად განთესილ ინდონეზიურ დუეტს (ბასუკი-რომპიესი) შეერკინებიან, ხოლო მეოთხედ განთესილი მიქაძე და შაფათავა ძალებს ინდოელებთან (ბჰამბრი-ჩაკრავარტი) მოსინჯავენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096382