მადრიდის “რეალის” დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო მიიჩნევს, რომ გასული სეზონის შემდეგ, “დორტმუნდს” პრობლემები მოეძალა, მაგრამ “სამეფო კლუბს” გერმანელთა 1/4-ფინალიდან გამოგდება მაინც გაუჭირდება.
“გასულ სეზონში, “დორტმუნდს” 4-ჯერ დავუპირისპირდით. ეს ძალიან ძლიერი გუნდია. ვიცი, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში გერმანელებს საქმეები კარგად არ მისდით. თუმცა, მათი დამარცხება მაინც ძალიან ძნელი იქნება.” – ციტირებს ბუტრაგენიოს სიტყვებს “რეალის” ოფიციალური ვებგვერდი.
გასულ სეზონში, “რეალი” “დორტმუნდს” ჯერ ჯგუფურ ეტაპზე, შემდეგ კი ნახევარფინალში შეხვდა. პირველი 2 თამაშიდან ერთი გერმანელებმა მოიგეს, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა. ნახევარფინალში, გუნდებმა მოგებები გაცვალეს, მაგრამ ფინალის საგზური “დორტმუნდმა” მოიპოვა.