კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა ვარჯიში განაახლა და შესაძლოა, მან კვირის ბოლოს “სევილიასთან” გასამართ მატაჩში მონაწილეობა მიიღოს.
ბუსკეტსმა ტრავმა პირველ სექტემბერს, “ვალენსიასთან” გამართულ მატჩში მიიღო. ამის გამო, 25 წლის შუახაზელი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარება.
“ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დღეს, ბუსკეტსმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა, არა სრული დატვირთვით.
ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს დანი ალვესი, რომელიც ნაკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდა. “ბარსას” ექიმების ცნობით, ბრაზილიელი მარჯვენაფლანგელის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ბუსკეტსის მსგავსად, “სევილიასთან” მისი თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.