კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსს კლუბში მადრიდის “რეალის” უკანახაზელ სერხიო რამოსთან ერთად თამაში სურს.
“რამოსი დიდი ფეხბურთელია. რომ შემეძლოს, მასთან კონტრაქტს ახლავე გავაფორმებდი. “რეალის” ფეხბურთელებთან ერთად ერთ ნავში ვსხედვართ, რადგან ესპანეთის ნაკრებში თანაგუნდელები ვართ. “ფურია როხაში” პარტნიორები ვართ და მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი კლუბები კონკურენტები არიან თუ არა. არ ვიცი, საფრანგეთთან მატჩი გადამწყვეტი იქნება თუ არა. ის კი ვიცი, რომ ამ დაპირისპირებაში 3 ქულას ვინც მოიპოვებს, ძალიან კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდება”, - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Goal.com-ი.