ესპანეთის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი აცხადებს, რომ მისი გუნდი ფინეთთან შეხვდრაში ძალებს არ დაზოგავს მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშიდან 4 დღეში, “ფურია როხას” საფრანგეთთან დაპირისპირება ელის.
“არ ვიცი, იქნება თუ არა საფრანგეთთან თამაში საბოლოო, მაგრამ ეს ნამდვილად იქნება გადამწყვეტი დაპირისპირება. გუნდს, რომელიც ამ თამაშს მოიგებს, კონკურენტთან შედარებით დიდი უპირატესობა ექნება.
მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ფინეთთან გასამართი შეხვედრა უყურადღებოდ დავტოვოთ. ძალების დაზოგვას გუნდის არცერთი წევრი არ აპირებს. ჩვენი მიზანი 3 ქულის აღებაა.” – განაცხადა ბუსკეტსმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.