კალათბურთი

23:08 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის გარეშე

ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” ესპანეთის ჩემპიონატში მიმდინარე წელს ბოლო მატჩი ჩაატარა და სევილიაში “ვალენსიასთან” 77:95 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები ბოლო მეოთხედის წინ მხოლოდ 5 ქულის სხვაობით აგებდნენ და თამაშის გადარჩენის იმედი კიდევ ჰქონდათ, თუმცა, ბოლო ათწუთეული 14:27 დათმეს.

ბურჯანაძე სევილიელთა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა. “კახასოლის” რიგებში 10-ქულიან ზღვარს ოთხმა კალათბურთელმა უწია, ყველაზე შედეგიანი კი ჯოან სასტრე იყო 15 ქულით.

ქართველი ფორვარდის კლუბი 6 მოგებით და 7 მარცხით მე-10 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩი კი 3 იანვარს ტენერიფეში ელის. წლის დასკვნით შეხვედრას 29 დეკემბერს ჩაატარებს გიორგი შერმადინის და ვიქტორ “სანიკიძის” “სარაგოსა”. არაგონელები “ვალიადოლიდს” უმასპინძლებენ.

0.119284