კალათბურთი

15:50 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის ქულა ბილბაოელებთან

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურის ერთ-ერთ საწყის მატჩში ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” “ბილბაო ბასკეტს” დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 72:75 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი მოედანზე 05:19 წუთით გამოჩნდა და მისი მონაგარი 1 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება იყო. ბექამ თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

სევილიელთა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ჯონ სასტრე (14) და ტომაშ სატორანსკი (11) გადასცდნენ, ბილბაოელებს კი ესპანეთის ნაკრების წევრმა ალექს მუმბრუმ ულიდერა 19 ქულით.

“კახასოლს” 4 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და 18-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფება.

0.118753