კალათბურთი

22:48 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის გუნდმა ბადალონაში იმარჯვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გასვლითი გამარჯვება იზეიმა ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა”. სევილიელები ბადალონაში “ხუვენტუტს” ესტუმრნენ და ჩინებულად ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის (11:21) ხარჯზე 74:65 მოიგეს.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 02:52 წუთი გაატარა და ერთადერთი სამქულიანის აცილება მოასწრო, ამასთან, ერთხელ ბურთიც დაკარგა.

სტუმართა რიგებში საუკეთესო ჩეხი ფორვარდი ტომაშ სატორანსკი იყო 13 ქულით და 5 მოხსნით. “კახასოლი” 8 მოგებით და 8 მარცხით მე-11 ადგილზეა.

0.116996