ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურის ერთ-ერთ დასკვნით მატჩში ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” ბასკეთში “ლაბორალ კუტხას” ესტუმრა და უშანსოდ – 65:101 წააგო, რის გამოც საპლეიოფო რვეულში ადგილი დაკარგა.
ქართველი ფორვარდი თამაშში ზუსტად 7 წუთით ჩაერთო და 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ბექამ ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
“კახასოლმა” 12 მოგების წილ მე-12 მარცხი განიცადა და მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაფა მილანში წაიყვანეთ პირველივე წელს გაიყვანს გუბდს ლიგაზე.ვესთ ჰემში არ წახვიდე რაფა რამე სერიოზული გუნდი მონახე
ძაან დაჩაგრავენ იტალიელი მწვრთნელები ბენიტესს ტაქტიკურად