კალათბურთი

11:52 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 19 წამი

ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალს მიღმა დარჩა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სევილიელები მეოთხედფინალური სერიის გადამწყვეტ მე-3 მატჩში სტუმრად “ვალენსიასთან” 84:87 დამარცხდნენ.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 19 წამი გაატარა და ცხადია, ვერაფერი მოასწრო, “კახასოლის” რიგებში საუკეთესო 17-17 ქულით საუკეთესონი ამერიკელი სკოტ ბამფორტი და ჩეხი ტომაში სატორანსკი იყვნენ, რომელსაც ზაფხულში ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, სავარაუდოდ, თბილისშიც ვიხილავთ.

ვალენსიელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდო ამერიკელმა ოლივერ ლაფაიეტმა, რომელმაც 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 22 ქულა მიითვალა.

ნახევარფინალში “ვალენსია” “ბარსელონას” ეთამაშება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი “რეალი” “უნიკახას” და “გრან კანარიას” შორის უმჯობესს შეერკინება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061649