ესპანური “კახასოლი”, რომლის რიგებშიც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე ირიცხება, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.
თანამდებობა დატოვა აიტო რენესესმა, რომელიც სევილიურ კლუბს 2012 წლის ივლისიდან ავარჯიშებდა.
შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძე ამჟამად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე იმყოფება და ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში სათამაშოდ ემზადება.