ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 30-ე ტურში ტენერიფეს “იბეროსტარი” 81:67 დაამარცხა და საპლეიფო მე-8 პოზიცია გაიმყარა. ახლა, სევილიელთა მაჩვენებელი 16 მოგება და 14 მარცხია.
ბურჯანაძე მოედანზე 04:57 წუთი გამოჩნდა და ერთადერთი სამქულიანი ტყორცნა მოასწრო, თუმცა, ააცილა. ქართველმა ფორვარდმა 2 მოხსნა მოხსნა მოაგროვა, პასივში კი 1 დაკარგვა ჰქონდა.
“კახასოლის” რიგებში საუკეთესონი ამერიკელები მარკუს ლენდრი (17) და სკოტ ბამფორტი და იტალიელი მარკოს მატა (16) იყვნენ.