ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთ საწყის შეხვედრაში ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” “ობრადოირო” მიიღო და 80:71 იმარჯვა. ქართველი კალათბურთელი სევილიელთა რიგებში რამდენიმემატჩინი უქმობის შემდეგ გამოჩნდა და მოედანზე 07:54 წუთი დაჰყო.
აღნიშნულ დროში ბურჯანაძემ თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, აქტივში თითო მოხსნა და ჩაჭრა ჰქონდა და 1 პერსონალური ფოლიც მიიღო.
“კახასოლის” რიგებში საუკეთესო ამერიკელი მარკუს ლენდრი იყო 21 ქულით. ტურის სხვა მატჩების ჩატარებამდე, სევილიურმა კლუბმა 7 მოგებით და 8 მარცხით მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.