“რომას” არგენტინელი ცენტრალური მცველი ნიკოლა ბურდისო გუნდის დატოვების სურვილს გამოთქვამს. ამის მიზეზი ისაა, რომ 32 წლის ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
“რომადან” წასვლა მინდა, რადგან მეტი სათამაშო დრო მჭირდება.” – ციტირებს ბურდისოს სიტყვებს Sky Sports-ი.
ნიკოლა ბურდისო “რომაში” 2009 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში, მან მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, აქედან 3 სასტარტო შემადგენლობაში.