ფეხბურთი

10:42 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბუნება მბრძანებელია”

 

”ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა” – თქვა ვაჟა ფშაველამ და ამას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლოდროინდელი ამბებიც ზუსტად ეხმიანება. დიდთოვლობამ თავისი დაღი დაასვა შეჯიბრების განრიგს. რამდენიმე მატჩი გადაიდო. ამ ტურში “ტორპედო” “საშინაო” მატჩს მცხეთაში ითამაშებს, “სიონი”- რუსთავში, “ზესტაფონის” ამბავი კი ჯერაც გაურკვეველია… 

 

მეტალურგი (რუსთავი) – გურია (ლანჩხუთი)

14 დეკემბერი. რუსთავი. “ფოლადი.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: ანზორ სუხიაშვილი, ბექა ტუღუში (“მეტალურგი”); თენგიზ ჩიკვილაძე (“გურია)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, ა. ნონიკაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:3

  ამბიციურ “მეტალურგს,” შარშანდელთან შედარებით, წლეულს უკეთესად მისდის საქმეები. ექვსეულზე და შესაძლოა, სამეულზეც ფიქრობენ, მაგრამ წინა ტურში ცხინვალის “სპარტაკთან” დამარცხება, ალბათ, საყურადღებო უნდა იყოს. “გურია” კი, მართლაც გამორჩეული გუნდია - ხელფასებს არ უხდიან, პირობები არ აქვთ, მაგრამ ლამის ყველას უგებენ……

 

ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი

14 დეკემბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: მერაბ გიგაური (“ტორპედო”); დათა რიგვავა (“ზუგდიდი”)

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, თ.ხუჭუა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:0

ტორპედოელები, ამ შემთხვევაში, ნომინალური მასპინძლები არიან – ზუგდიდელებს მცხეთაში “უმასპინძლებენ.” ახალგაზრდა ქუთათურებმა სეზონი ჩინებულად დაიწყეს, მაგრამ მერე “ჩავარდნენ” და ახლა ზედა ექვსეულში მოხვედრაც პრობლემად ექცათ. ზუგდიდელებს კი, ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ჰყავთ და გამორიცხული არ არის, გუნდის ყოფილი დამრიგებელი - კლიმენტი წიტაიშვილი მინდორზე სათამაშოდ გავიდეს. ჯერ ერთი, ზუგდიდელია, მეორეც, დარასელიას მეგობარია.

 

ზესტაფონი – სპარტაკი (ცხინვალი)

14 დეკემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 16:00

პირველ წრეში – 0:1

დიდთოვლობის გამო, ამ მატჩის ჩატარების ამბავი მოგვიანებით გაირკვევა.

 

დილა (გორი) – ჩიხურა (საჩხერე)

15 დეკემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: ალექსანდრე კვახაძე, ოთარ ხიზანეიშვილი (‘დილა”)

მსაჯები: ო. ხეცაძე, ზ. მენთეშაშვილი, გ. ჩიგოგიძე, გ. ვადაჭკორია, ჯ. ხორავა, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:3

ტურის ცენტრალური შეხვედრაა. “დილა,” მიუხედავად პრობლემებისა, ისევ “დილად” რჩება, საჩხერელები კი ყოველ ტურში ამტკიცებენ, რომ შარშანდელი წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა.

 

დინამო (თბილისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

15 დეკემბერი. თბილისი, “დინამო არენა.” 14:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი გველესიანი (“დინამო”)

მსაჯები: ბ. ნინუა, ი. უკლება, ზ. ბერულავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 2:0

“დინამოს” ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. გუნდს მალხაზ ჟვანია ავარჯიშებს და ეს ძალიან საინტერესოა, რადგან მან, მანამადე, მარტვილში ერთობ სიმპათიური გუნდი შექმნა. კვირას ჟვანიას დებიუტი შედგება “დინამო არენზე,” ახალი გუნდის თავკაცის რანგში.  

 

სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი)

15 დეკემბერი. რუსთავი. “ფოლადი.” 14:00

დისკვალიფიცირებული: გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”)

მსაჯები: ხ. გაგნიძე, ზ. ფიფია, გ. ელიკაშვილი, თ. გვანცელაძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:2

“სიონი,” დირექტორ-მწვრთნელ ლადო ბურდულის ხელში ძალიან საინტერესო გუნდად იქცა, ბოლნისელებმა წინა ტურში “ვიტ ჯორჯიასთან” უგოლო ფრე ითამაშეს, მაგრამ მანამდე მიჯრით ოთხი თამაში მაოიგეს. “მერანს” კი, 26 სექტემბრის შემდეგ აღარ გაუმარჯვია...

 

მეგოლეები:

12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)

8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

5 – ჯაბა დვალი (“დინამო”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

0.112201