გერმანიის ბუნდესლიგის მე–3 ტურის დღევანდელი მატჩები ერთობ უხვგოლიანი გამოდგა. მიუნხენის „ბაიერნმა“ მორიგი მატჩი მოიგო და სვლას უდანაკარგოს აგრძელებს. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილებმა „ნიურნბერგს“ უმასპინძლეს და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მიუნხენელები ფრანკ რიბერიმ დააწინაურა – ფრანგმა ფილიპ ლამის ჩაწოდებულს თავი დაჰკრა და ნიურნბერგელები ქულების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დააყენა. საკონტროლო გასროლა „ბაიერნმა“ მალევე განახორციელა – ამჯერად, არიენ რობენმა იხეირა. ჰოლანდიელმა მარჯვენა ფრთაზე მიიღო ბურთი და სწრაფი სოლო რეიდი გოლით დააგვირგვინა – 2:0.
არასტაბილურ ასპარეზობას აგრძელებს გელზენკირხენის „შალკე“, რომელიც ამ ტურში „ჰანოვერთან“ დამარცხდა. მასპინძელთა თავკაცი მირკო სლომკა ყოფილ გუნდს უპირისპირდებოდა და ცხადია, მატჩს დამატებითი ინტრიგაც ჰქონდა. მისმა შეგირდებმა „ხუმარებს“ პირველ ტაიმში 2 გოლი გაუტანეს და საქმე მნიშვნელოვნად გაიიოლეს. საპასუხოდ, „შალკემ“ მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითა, რაც ქულის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
6 გოლი გავიდა „ბაი არენაზე“ – „ლევერკუზენმა“ „გლადბახი“ დაამარცხა და დამსახურებული 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. 28–ე წუთისთვის, მასპინძლები უკვე 2–ბურთიანი უპირატესობით იგებდნენ და მატჩის ბედიც თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, მაგრამ მიონხენგლადბახელებმა მეორე ტაიმის საწყის წუთებში ძალები მოიკრიბეს და წონასწორობა აღადგინეს – 2:2.
მატჩის უკანასკნელ 30 წუთში, სიდნეი სემმა და გონსალო კასტრომ ზუსტი დარტყმები შეასრულეს და „ლევერკუზენს“ 4:2 მოაგებინეს.
მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000
ბაიერნი – ნიურნბერგი 2:0 (0:0)
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა, რობენი, შვაინშტაიგერი, რიბერი (შაქირი 80), ტიაგო (მიულერი 62), გიოტცე (კროოსი 68), მანჯუკიჩი.
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა, პოგატეცი, ნილსონი (დაბანლი 35), ჩენდლერი, პლატენჰარდტი (კიოტაკე 75), ფოილნერი (ფრანცი 72), ბალიჩი, შტარკი, გინჩეკი, დრმიჩი.
მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი
გოლი: 1:0 რიბერი (69), 2:0 რობენი (78)
გაფრთხილება: მანჯუკიჩი (45), ლამი (47), რიბერი (71) – გინჩეკი (27)
კარში დარტყმა: 25 (15) – 5 (3) ჯარიმა: 16 - 19 კუთხური: 10 - 1 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 74% - 26% სეივი: 3 – 13
ჰანოვერი. „ავდ არენა“. 49000
ჰანოვერი – შალკე 2:1 (2:0)
ჰანოვერი: ცილერი, მარსელო, პოკონიოლი, საკაი, ანდრეასენი (შმიდებახი 78), სანე, ჰუსტი, შტინდლი, პრიბი, დიუფი (ჰაგი 90), სობეხი (ია კონანი 72).
მწვრთნელი: მირკო სლომკა
შალკე: ჰილდებრანდი, ჰოგლანდი, ფუკსი, ჰიოვედესი, მატიპი, ჯონსი, ნოიშტედტერი (მაიერი 80), კლემენსი (ბარნეტა 84), დრაქსლერი, გორეცკა (სანტანა 38), სალაი.
მწვრთნელი: იენს კელერი
გოლი: 1:0 ჰუსტი (15), 2:0 დიუფი (42), 2:1 სალაი (55)
გაფრთხილება: სობეხი (31), სანე (69) – ფუკსი (78)
გაძევება: ჰუსტი (74), ჰიოვედესი (14), ფუკსი (85)
კარში დარტყმა: 14 (6) – 8 (4) ჯარიმა: 21 - 25 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 1 - 6 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 3 – 4
მაინცი. „კოფას არენა“. 27103
მაინცი – ვოლფსბურგი 2:0 (0:0)
მაინცი: მიულერი, პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ჩჟუ–ჰუ, გეისი, ბაუმჰარტლინგერი, მიულერი, ზიმლინგი (სოტო 88), შუპო–მოტინგი (პოლტერი 90), ოკაზაკი (მორიცი 76).
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, კნოხე, როდრიგესი, ტრეში, ჩჟა–ჩოლი (შეფერი 69), გუსტავო, ვიეირინია, დიეგო, პერიშიჩი (პოლაკი 68), ოლიჩი (ჰასებე 84).
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
გოლი: 1:0 შუპო–მოტინგი (60), 2:0 მიულერი (78)
გაფრთხილება: მიულერი (47), გეისი (51), მორიცი (84) – გუსტავო (28), დიეგო (72)
გაძევება: გუსტავო (64)
კარში დარტყმა: 11 (7) – 17 (8) ჯარიმა: 19 - 16 კუთხური: 2 - 5 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 8 – 5
ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 30000
ლევერკუზენი – გლადბახი 4:2 (2:0)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი (დონატი 62), ტოპრაკი, სპაჰიჩი, ბენიში, რაინარცი, კასტრო, ბენდერი, სემი, ჰიუნ–მინი (კრუზი 88), კისლინგი (ჰეგელერი 83).
მწვრთნელი: სამი ჰიპია
გლადბახი: შტეგენი, დომინგესი, შტრანცლი, დამსი, იანტშკე, კრამერი, ჯაკა (იუნესი 75), არანგო (ჰრგოტა 75), კრუზე, რაფაელი, ჰერმანი (დე იონგი 87).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლი: 1:0 კისლინგი (23), 2:0 სემი (28), 2:1 შტრანცლი (54), 2:2 არანგო (57), 3:2 სემი (60), კასტრო (72)
გაფრთხილება: ჯაკა (21)
კარში დარტყმა: 19 (9) – 10 (7) ჯარიმა: 10 - 14 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 5 – 5
ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარი“. 25000
ჰოფენჰაიმი – ფრაიბურგი 3:3 (2:2)
ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, აბრაჰამი, ვესტერგორი, ჯონსონი, პოლანსკი (შიპლოკი 72), სალიჰოვიჩი, ფირმინო, ფოლანდი, ელიუნოსი (შტრობლი 33), მოდესტი.
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
ფრაიბურგი: ბაუმანი, მუიჯა (ჰეფლერი 83), დიანე (კრმაში 75), სორგი, გუედე (მეჰმედი 72), გინტერი, შმიდი, შუსტერი, ფერნანდესი, კოკლენი, ფრაისი.
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გოლი: 1:0 სალიჰოვიჩი (9), 1:1 სორგი (13), 2:1 ფოლანდი (25), 2:2 გუედე (29), 2:3 ფრაისი (65), 3:3 შტრობლი (77)
გაფრთხილება: ელიუნუსი (30) – კოკლენი (40), მუიჯა (73)
კარში დარტყმა: 13 (4) – 11 (8) ჯარიმა: 17- 24 კუთხური: 2 - 4 თამაშგარე: 5 - 3 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 5 – 1
ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“.
ჰერტა – ჰამბურგი 1:0 (0:0)
ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, პეკარიკი, ბრუკსი (ნიმაიერი 23), ბაუმიოჰანი, ჰოსოგაი, ბენ–ჰატირა (ვაგნერი 88), ლუსტენბერგერი, შულცი, ალაგი (რონი 63), რამოსი.
მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, დიკმაიერი, ზობიხი, ლამი (ტა 90), ვან დერ ვარტი, ბაისტერი (ირაჩეკი 90), ბადელი (ჩალჰანოგლუ 86), არსლანი, რუდნევი, ზუა.
მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი
გოლი: 1:0 რამოსი (74)
გაფრთხილება: შულცი (39) – ვესტერმანი (18), ლამი (28), ზუა (28), ბაისტერი (62)
კარში დარტყმა: 16 (13) – 15 (8) ჯარიმა: 15 - 22 კუთხური: 6 - 9 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 8 – 12