ფეხბურთი

1:02 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში უგოლო არავინაა

გერმანიის ბუნდესლიგის 23–ე ტურის დღევანდელი დღე საკმაოდ შედეგიანი და სანახაობრივი გამოვიდა. შაბათს, სათამაშოდ 12 გუნდი გავიდა და გოლის გატანა ყოველმა მათგანმა შეძლო.

განსაკუთრებული გამარჯვება მოიპოვა მიუნხენის „ბაიერნმა“, რომელმაც არცთუ იოლი მეტოქე ბრემენის „ვერდერი“ ძალზე ადვილად დაამარცხა.

25–ე წუთზე, არიენ რობენმა მიუნხენელთა შეტევა წამოიწყო და ფილიპ ლამის საშუალებით განავითარა, გერმანელი მცველის ჩაწოდებულს კი, თავად ჰოლანდიელი დაუხვდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. რამდენიმე წუთში, ასისტენტის როლში თავად რობენი აღმოჩნდა – ჰოლანდიელის პასი ხავი მარტინესმა დააგვირგვინდა და „ბაიერნის“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მეორე ტაიმის დებიუტში, ბრემენელმა ტეოდორ გებრე სელასიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რითაც „ვერდერს“ საბოლოო განაჩენი გამოუტანა. თანაც, 52–ე წუთზე, მარიო გომესმა გამოიჩინა თავი და ანგარიში 4:0 გახადა. ცხადი იყო, რომ სტუმრები ქულისთვისაც კი ვერ იბრძოლებდნენ და ალბათ, მხოლოდ მატჩის დროულად დასრულებაზე ფიქრობდნენ.

რამდენიმე წუთში, „ვერდერმა“ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ მატჩის მიწურულს, მიუნხენელებმა კიდევ 2–ჯერ აიღეს სტუმართა კარი და 6:1 იმარჯვეს.

„მერსედეს ბენც არენაზე“, ქულები გაიყვეს „შტუტგარტმა“ და „ნიურნბერგმა“. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ბრუნო ლაბადიას გუნდი წინ გაიჭრა, მაგრამ მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ შეძლო.

51–ე წუთზე, მარტინ ჰარნიკმა კარგი გარღვევა განახორციელა და სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია. დამატებაზე იბრაიმა ტრაორე აღმოჩნდა და შტუტგარტელები დააწინაურა. „ნიურნბერგმა“ ძალები მოიკრიბა და შეუტია, აქტიურობა კი, 77–ე წუთზე დაუფასდა – მარკუს ფოილნერმა დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან დაჰკრა და მეკარისაგან შორეულ კუთხეში მოათავსა ბურთი – 1:1.

ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა მაინცშიც, სადაც ადგილობრივი კლუბი „ვოლფსბურგს“ დაუხვდა. მატჩის მთავარი მოვლენები საწყის 45 წუთში განვითარდა.

მაინცელები მატჩის დებიუტში, ნიკი ზიმლინგის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მათი სიხარული მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა – ბრაზილიელმა ნალდომ წონასწორობა აღადგინა. 30–ე წუთძე, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ვოლფსბურგელი ალექსანდრ მადლუნგი გააძევა, მაგრამ მასპინძლებს რიცხვობრივი უპირატესობა დიდად ვერ დაეხმარა და ანგარიშიც აღარ შეცვლილა.

ზედიზედ 3–მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, 3 ქულა მოიპოვა გელზენკირხენის „შალკემ“ – „ხუმარებმა“ დიუსელდორფის „ფორტუნას“ სძლიეს. „ფელტინს არენას“ ბინადრები ჟოელ მატიპმა დააწინაურა და შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა. მეორე ტაიმში დაბრუნებულმა გელზენკირხენელებმა აქსელ ბელინგჰაუზენისგან გოლი მიიღეს და ანგარიშიც გათანაბრდა.

ამის შემდეგ, „შალკემ“ თავისი ქომაგები გვარიანად ანერვიულა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო. 81–ე წუთზე, მატიპმა დუბლი გაიფორმა და „ხუმარებს“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა – 2:1.

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი – ვერდერი 6:1 (2:0)

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, კონტენტო, ხავი მარტინესი (ტიმოშჩუკი 53), გუსტავუ, რიბერი, რობენი, შაქირი (პისარო 72), გომესი.

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

ვერდერი: მილიცი, ლუკიმია–მულონგოტი, პრედლი, სელასი, შმიცი, იუნუზოვიჩი, ჰანტი (პავლოვიჩი 46), იგნიოვსკი, დე ბრეინე, პეტერსენი, არნაუტოვიჩი.

მწვრთნელი: ტომას შააფი

გოლები: 1:0 რობენი (25), 2:0 ხავი მარტინესი (29), 3:0 სელასი (49ს.კ), 4:0 გომესი (52), 4:1 დე ბრეინე (58), 5:1 რიბერი (86), 6:1 გომესი (89)

გაფრთხილებები: იუნუზოვიჩი (28), პავლოვიჩი (67)

გაძევება: პრედლი (44)

არში დარტყმა: 12 (8) – 7 (4) ჯარიმა: 8 - 13 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 7 - 0 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 3 – 3

 

აუგსბურგი. „სგლ არენა“. 28000

აუგსბურგი – ჰოფენჰაიმი 2:1 (1:0)

აუგსბურგი: ამსიფი, კალსენ–ბრაკერი, კლავანი, ოსტშოლეკი, ვერნერი (დე იონგი 81), ჰანი, ჩჟა–ჩოლი, ბაიერი, ფოგტი, მიოლდერსი (ერლი 90), დონ–ვონი (ოტლი 73).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

ჰოფენჰაიმი: გომესი, ბეკი, აბრაჰამი, ჯნსონი, დელპიერი (ვესტერგორი 22), ვაისი (დე კამარგო 68), პოლანსკი, ფირმინო (შრეკი 45), დერდიოკი, ხოსელუ, ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკო კურცი

გოლები: 1:0 დონ–ვონი (45), 2:0 მიოლდერსი (78), 2:1 დე კამარგო (90)

გაფრთხილებები: ჰანი (1) – ფოლანდი (3), ბეკი (39), პოლანსკი (50), ვესტერგორი (70), შრეკი (88)

არში დარტყმა: 15 (3) – 5 (2) ჯარიმა: 19 - 24 კუთხური: 3 - 1 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 1 – 1

 

მაინცი. „კოფას არენა“. 28000

მაინცი – ვოლფსბურგი 1:1 (1:1)

მაინცი: ვეტკლო, ნოვესკი, სვენსონი, პოსპეხი, დიასი (რისე 74), სოტო (კალიჯური 54), ზიმლინგი, ივანშიცი (ედე 58), მიულერი, ბაუმჰარტლინგერი, სალაი.

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, მადლუნგი, შეფერი, დიეგო, ჟოსუე, ვიეირინია (როდრიგესი 82), პოლაკი, ჰასებე, დოსტი (პერიშიჩი 87), ოლიჩი (კიაერი 34).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 1:0 ზიმლინგი (5), 1:1 ნალდო (15)

გაფრთხილებები: ზიმლინგი (72) – დიეგო (39), კიაერი (42)

გაძევება: მადლუნგი (30)

არში დარტყმა: 7 (3) – 4 (2) ჯარიმა: 22 - 12 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 6 - 4 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 2 – 2

 

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 46750

შტუტგარტი – ნიურნბერგი 1:1 (0:0)

შტუტგარტი: ულრაიხი, ნიდერმაიერი, ტასკი, მოლინარო, საკაი, ჰოლცჰაუზერი (მაქსიმი 90), გენტნერი, ტრაორე (მაკედა 84), იორგენსენი, ჰარნიკი (ოკაზაკი 73), იბიშევიჩი.

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია

ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა, ჩენდლერი, ნილსონი, კანაზაკი (ეშვაინი 46), სიმონსი, კიოტაკე, ფოილნერი, ბალიჩი,ფრანცი, პოლტერი (პეკჰარტი 67).

მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი

გოლები: 1:0 ტრაორე (51), 1:1 ფოილნერი (77)

გაფრთხილებები: ჰარნიკი (59) – კანაზაკი (15), ჩენდლერი (58), პოლტერი (63)

არში დარტყმა: 13 (8) – 6 (2) ჯარიმა: 12 - 17 კუთხური: 8 - 4 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 1 – 7

 

ჰანოვერი. „ავდ არენა“. 49000

ჰანოვერი – ჰამბურგი 5:1 (3:1)

ჰანოვერი: ცილერი, ჯურუ, პოკონიოლი, შულცი, შაჰედი, ჰოფმანი, ჰუსტი (რაუში 41), პინტუ, დიუფი (სობეხი 65), ია კონანი, აბდელაუიე (შლაუდრაფი 87).

მწვრთნელი: მირკო სლომკა

ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, დიკმაიერი, აოგო (ირაჩეკი 75), იანსენი, ვან დერ ვარტი (რინკონი 75), შელბრედი (ბაისტერი 46), ბადელი, რუდნევი, ჰიუნ–მინი.

მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი

გოლები: 1:0 დიუფი (7), 1:1 ვან დერ ვარტი (13პ.), 2:1 ჰუსტი (39), 3:1 ია კონანი (45), 4:1 ია კონანი (68), 5:1 აბდელაუიე (85)

გაფრთხილება: ჰოფმანი (87)

არში დარტყმა: 11 (6) – 19 (12) ჯარიმა: 17 - 11 კუთხური: 4 - 6 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა:46% - 54% სეივი: 11 – 1

 

გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 61000

შალკე – ფორტუნა 2:1 (1:0)

შალკე: ჰილდებრანდი, ჰიოვედესი, მატიპი, კოლაზინაკი, ჯონსი, ბასტოსი, ნოიშტედტერი (მაიერი 80), ჰიოგერი (მეტცელდერი 84), დრაქსლერი (რაფაელი 66), ჰუნტელარი, ფარფანი.

მწვრთნელი: იენს კელერი

ფორტუნა: გიფერი, ლატკა, მალეზასი, ვან დენ ბერგი, ბალოგუნი, ბოჯეკი (ომაე 84), ტეშე, ბელინგჰაუზენი (ილსე 89), ლამბერცი, ფინკი, რაიზინგერი (შაჰინი 12).

მწვრთნელი: ნორბერტ მაიერი

გოლები: 1:0 მატიპი (29), 1:1 ბელინგჰაუზენი (56), 2:1 მატიპი (81)

გაფრთხილებები: ჯონსი (410 – ბოჯეკი (20), გიფერი (90)

არში დარტყმა: 14 (7) – 4 (1) ჯარიმა: 17 - 17 კუთხური: 4 - 3 თამაშგარე: 5 - 4 ბურთის ფლობა: 69% - 31% სეივი: 0 – 4

 

1. ბაიერნი 23 19 3 1 63:8 60
2. დორტმუნდი 22 12 6 4 50:26 42
3. ლევერკუზენი 22 12 5 5 43:30 41
4. აინტრახტი 23 11 5 7 38:34 38
5. ფრაიბურგი 23 9 8 6 29:22 35
6. ჰამბურგი 23 10 4 9 28:32 34
7. ჰანოვერი 23 10 3 10 46:42 33
8. მაინცი 23 9 6 8 31:28 33
9. შალკე 23 9 6 8 37:38 33
10. გლადბახი 22 7 9 6 31:33 30
11. შტუტგარტი 23 8 5 10 25:40 29
12. ვერდერი 23 8 4 11 39:47 28
13. ფორტუნა 23 7 6 10 28:31 27
14. ნიურნბერგი 23 6 9 8 23:30 27
15. ვოლფსბურგი 23 7 6 10 23:33 27
16. აუგსბურგი 23 3 9 11 20:36 18
17. ჰოფენჰაიმი 23 4 4 15 27:48 16
18. ფიურტი 22 2 6 14 13:36 12

 

23 თებერვალი: ბაიერნი – ვერდერი, შტუტგარტი – ნიურნბერგი, ჰანოვერი – ჰამბურგი, მაინცი – ვოლფსბურგი, აუგსბურგი – ჰოფენჰაიმი, შალკე – ფორტუნა.

24 თებერვალი: გლადბახი – დორტმუნდი, ფიურტი – ლევერკუზენი

ბომბარდირები: კისლინგი (ლევერკუზენი), მანჯუკიჩი (ბაიერნი) – 15, ლევანდოვსკი (დორტმუნდი) – 14, მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი) – 12, მიულერი (ბაიერნი) – 11.

 

ირაკლი ჯაფარიძე

0.124981