ფეხბურთი

1:00 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში პირველ ტაიმში გოლაობენ

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტური ორი მატჩით დასრულდა. საგულისხმოა, რომ ორივე შეხვედრაში, გოლები პირველ ტაიმში გავიდა.

„ლევერკუზენისა“ და „ჰერტას“ მატჩში ანგარიში პირველსავე წუთზე გაიხსნა - სამი ჰიპიას გუნდი შტეფან კისლინგმა თავური დარტყმით დააწინაურა და გუნდს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა. „ბაი არენას“ ბინადრებმა, ფაქტობრივად, მატჩი ფორით დაიწყეს და ისღა დარჩენოდათ, საქმე გამარჯვებამდე მიეყვანათ.

24-ე წუთზე, კორეელმა სონ ჰიუნ-მინმა ეფექტური პასით იულიან ბრანდტი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 2:0. ტაიმის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, ბერლინელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ქულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. „ჰერტას“ ქართველი ლეგიონერი ლევან კობიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 57-ე წუთზე შეცვალეს.

„ჰოფენჰაიმმა“ „აუგსბურგს“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაისტუმრა. წინა ტურში „ბაიერნის“ დამარცხების შემდეგ, აუგსბურგელები ზინსჰაიმში თავდაჯერებულნი ჩავიდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. მე-19 წუთზე, სეიად სალიჰოვიჩმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. რამდენიმე წუთში, იანიკ ვესტერგორმა აუგსბურგელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 2:0 დააფიქსირა.

 

ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 30000

ლევერკუზენი - ჰერტა 2:1 (2:1) 

ლევერკუზენი: ლენო, ბენიში, სპაჰიჩი, ტოპრაკი, დონატი, კასტრო (როლფესი 71), ბენდერი, კანი, კისლინგი, ჰიუნ-მინი, ბრანდტი (ოზტუნალი 89).

მწვრთნელი: საშა ლევანდოვსკი

ჰერტა: კრაფტი, კობიაშვილი (ბაუმიოჰანი 57), ლანგკამპი, პეკარიკი, ვან დენ ბერგი, ჰოსოგაი, ბენ-ჰატირა (შულცი 46), შელბრედი (რონი 71), ჯიგერჯი, ალაგი, ვაგნერი.

 წვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გოლი: 1:0 კისლინგი (1), 2:0 ბრანდტი (24), 2:1 ვაგნერი (38)

გაფრთხილება: დონატი (79) - ჯიგერჯი (10)

კარში დარტყმა: 16 (10) – 9 (5) ჯარიმა: 18 - 13 კუთხური: 6 – 2 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 4 – 8

 

ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარი“. 27000

ჰოფენჰაიმი - აუგსბურგი 2:0 (2:0) 

ჰოფენჰაიმი: გრალი, ბეკი, ჯონსონი, ვესტერგორი, პოლანსკი, სალიჰოვიჩი (მოდესტი 68), რუდი (ზიულე 79), შტრობლი, ფირმინო, ელიუნუსი (ჰერდლინგი 87), ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

აუგსბურგი: ჰიცი, კალსენ-ბრაკერი, ვერჰაგი, ოსტრცოლეკი, იუნ-ჰო, ბაიერი, ჰანი (ჰოლცჰაუზერი 77), კორი (ფოგტი 25), ალტინტოპი, მიოლდერსი (ბობადილია 64), ეშვაინი.

 წვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

გოლი: 1:0 სალიჰოვიჩი (19), 2:0 ვესტერგორი (41)

გაფრთხილება: ბეკი (30) - ფოგტი (27)

კარში დარტყმა: 26 (15) – 22 (12) ჯარიმა: 22 - 19 კუთხური: 6 - 11 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 12 – 13

0.151248