ფეხბურთი

22:40 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში დღე მასპინძლებისაა

გერმანიის ბუნდესლიგის მე–14 ტურის დასკვნითი დღე მასპინძელი გუნდებისთვის წარმატებული გამოდგა. „ჰანოვერმა“ „აინტრახტი“ დაამარცხა, „გლადბახმა“ კი, „ფრაიბურგს“ სძლია.

ჰანოვერელები ფრანფკურტელებთან მატჩის 25–ე წუთზე დაწინაურდნენ – „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა მამე ბირამ დიუფმა ზუსტი თავური შეასრულა. მე–2 ტაიმში, მსაჯმა სტუმრებს მარტინ ლანიგი გაუძევა და კაცნაკლულმა „აინტრახტმა“ მეორე ბურთიც მალევე მიიღო – ამჯერად, საბოლჩ ჰუსტიმ იხეირა.

მიონხენგლადბახელებს „ფრაიბურგის“ დასამარცხებლად გოლიც ეყოთ. მატჩის გადამწყვეტი მომენტი 62–ე წუთზე დადგა – თავი რაფაელმა გამოიჩინა და თავის გუნდს მინიმალური ანგარიშით მოაგებინა.

 

ჰანოვერი. „ჰდი არენა“. 40700

ჰანოვერი – აინტრახტი 2:0 (1:0)

ჰანოვერი: ცილერი, შულცი, მარსელო, საკაი, ანდრეასენი, ჰოფმანი, პრიბი, ჰუსტი (ჩერუნდულო 90), შმიდებახი, დიუფი (შლაუდრაფი 89), სობეხი (ბიტენკორტი 70).

მწვრთნელი: მირკო სლომკა

აინტრახტი: ტრაპი, იუნგი, სამბრანო (კემპფი 73), ოჩიპკა, ბარნეტა, შვეგლერი, ფლიუმი, ლანიგი, ინუი (ბაკალორცი 63), შრეკი (ხოსელუ 46), კადლეცი.

მწვრთნელი: არმინ ფე

გოლი: 1:0 დიუფი (25), 2:0 ჰუსტი (67)

გაფრთხილება: მარსელო (49) – ბარნეტა (34), ლანიგი (42), სამბრანო (50)

გაძევება: ლანიგი (57)

კარში დარტყმა: 12 (7) – 8 (5) ჯარიმა: 18 - 21 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 6 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 5 – 5

 

მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 50000

გლადბახი – ფრაიბურგი 1:0 (0:0)

გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი, იანჩკე, არანგო (ნორდტვეიტი 90), რაფაელი (დე იონგი 86), ჯაკა, კორბი, კრამერი, კრუზე, ჰერმანი (ჰრგოტა 84).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

ფრაიბურგი: ბაუმანი, დიანიე, სორგი, ჰენი, გიუნტერი, გინტერი, კოკლენი (ლორენცონი 82), ჰეფლერი, ჰანკე (დარიდა 68), ფრაისი (კერკი 60), მეჰმედი.

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლი: 1:0 რაფაელი (62)

გაფრთხილება: კორბი (57) – გიუნტერი (66), კერკი (74)

კარში დარტყმა: 12 (8) – 8 (3) ჯარიმა: 8 - 13 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 6 - 3 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 3 – 7

0.154355