ფეხბურთი

2:41 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა უგოლოდ

გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის გახსნით მატჩში, „ჰანოვერმა“ და „შტუტგარტმა“ ქულები გაიყვეს. მატჩი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა და ლოგიკური ანგარიშითაც დასრულდა.

„ჰანოვერისა“ და „შტუტგარტის“ დაპირისპირება მეტ-ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. ანგარიშის გახსნის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზება ვერცერთმა ფეხბურთელმა მოახერხა.

საბოლოოდ, მატჩი უგოლოდ - 0:0 დასრულდა.

 

ჰანოვერი. „ჰდი არენა“.

ჰანოვერი - შტუტგარტი 0:0 

ჰანოვერი: ცილერი, პანდერი, შულცი, მარსელო, საკაი, ანდრეასენი, ჰუსტი (დირსენი 90), შტინდლი, შმიდებახი, შლაუდრაფი (სულეიმანი 72), ია კონანი (რუდნევი 41).

მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი

შტუტგარტი: ულრაიხი, შვაბი, ნიდერმაიერი, საკაი, რიუდიგერი, გენტნერი, ტრაორე, დიდავი (მაქსიმი 84), გრუესო, ჰარნიკი (იბიშევიჩი 78), კაკაუ (ვერნერი 66).

 წვრთნელი: ჰუბ სტევენსი

გაფრთხილება: მარსელო (40), რუდნევი (82) - დიდავი (40), ნიდერმაიერი (62)

კარში დარტყმა: 9 (5) – 6 (4) ჯარიმა: 15 - 17 კუთხური: 2 - 5 თამაშგარე: 2 - 8 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 4 – 5

0.123484